საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო უწყებაში დაიბარეს - მიზეზი რუსული კანონია

30.05.24 12:15
საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო უწყებაში დაიბარეს - მიზეზი რუსული კანონია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია - ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსული კანონი მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაშინებისა და შეზღუდვისკენ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ როდესაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, ევროკავშირმა არაორაზროვნად გააფრთხილა, რომ რუსული ყაიდის კანონი არა შეესაბამებოდა ევროკავშირის ფუნდამენტურ სტანდარტებსა და ღირებულებებს და წარმოადგენდა აუცილებელ რეფორმებზე უარს.

ბოლო დროს ქვეყანაში დაინიციირდა ევროკავშირში ინტეგრაციასთან შეუსაბამო რიგი სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, ვრცელდებოდა ანტიდასავლური პროპაგანდა, მასობრივი პროტესტს კი ხელისუფლება სამოქალაქოს საზოგადოების წარმომადგენლების დაშინებით და ძალადობით პასუხობდა", - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.