გამოსაძიებელია, ალბათ, ეს საკითხი. შეიძლება არის კიდეც დაწყებული, ასეთი ზარები გაისმა დეპუტატებთანაც - პრემიერი მუქარის შემცველ ზარებზე
"გამოსაძიებელია, ალბათ, ეს საკითხი. შეიძლება არის კიდეც გამოძიება დაწყებული. ასეთი ზარები გაისმა პარლამენტის წევრებთანაც, თბილისის საკრებულოს წევრებთან" - ეს პასუხი აქვს პრემიერ ირაკლი კობახიძეს მუქარის შემცველ ზარებზე და გამომძიებელი ჟურნალისტების სტატიაზე.
კობახიძე ამბობს, რომ ეს საკითხი გამოსაძიებელია. რაც შეეხება პირადი მონაცემების გავრცელებას, პრემიერმა თქვა, რომ „კატეგორიულად მიუღებელია“.
გამოსაძიებელია, ალბათ, ეს საკითხი. შეიძლება არის კიდეც გამოძიება დაწყებული. ასეთი ზარები გაისმა პარლამენტის წევრებთანაც, თბილისის საკრებულოს წევრებთან. მთლიანად ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარი იყო. შესაბამისად, შესწავლას საჭიროებს.
ამასთან ერთად, მინდა შეგახსენოთ, რომ საჯარო სივრცეში მათ შორის ამ დღეების განმავლობაში, ვრცელდებოდა დეპუტატების მობილური ნომრები მოწოდებით, რომ ე.წ. აქტივისტებს თითოეულ დეპუტატთან დაერეკათ მათ შორის შეურაცხმყოფელი მოწოდებებით. ამასთან დაკავშირებით, არავის შეშფოთებული რეაქცია არ მახსოვს, აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას: ნუ იმოქმედებენ ორმაგი სტანდარტით, ჰქონდეთ ერთმაგი სტანდარტი. ნებისმიერი ასეთი აქტი, ზეწოლა, ბულინგი აბსოლუტურად მიუღებელია როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. შესაბამისად, ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთი ტიპის აქტებს“,- განაცხადა კობახიძემ.