ახალი სიურპრიზი "ოცნებას" - აქციების ათიათასობით მონაწილე არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრირდება

30.05.24 12:59
ახალი სიურპრიზი "ოცნებას" - აქციების ათიათასობით მონაწილე არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრირდება

ქუჩაში გასული ახალგაზრდების ახალი სიურპრიზი ხელისუფლებას - აქციების მონაწილე ადამიანები არჩევნების დღეს დამკვირვებლად რეგისტრირდებიან. პლატფორმა "დაიტოვე" იმ ათიათოსობით მოქალაქეს გააერთიანებს, რომლებიც თვეების განმავლობაში ქუჩაში დგანან და უწყვეტად აპროტესტებენ რუსულ კანონს.

გადამწყვეტი არჩევნების დღეს, თითო უბანზე იმაზე ბევრად მეტი დამკვირვებელი იქნება, ვიდრე აქამდე, რაც რეჟიმს უკარგავს შანსს, ტრადიციული მეთოდებით არჩევნები გააყალბოს. უბნებთან სიებით მობილიზებული ოლიგარქის კოორდინატორების ქმედებებს, ხმების დათვლას და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტებს, ახლა ის  ახალგაზრდები გააკოტროლებენ, ვინც ზუსტად იცის, რომ ეს არა ერთი რიგითი არჩევნები, არამედ საქართველოს საგარეო კურსის დასაცავად მთავარი ინსტრუმენტია.

რეგისტრაცია იწყება - ყველას წინასწარ გადაამზადებენ და ყველას წინასწარ ასწავლიან, როგორ უნდა დაიცვან ხმები. 

"დაიტოვეს" ინფორმაციით, ხმების დაცვისთვის ორგანიზაცია სულ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, თუმცა უკვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი ჩაერთოს პროცესში და გდამწყვეტ არჩევნებზე თითოეული ადამიანსი ხმა დაიცვას.

"სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსულ კანონთან დაკავშირებით კლავს არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობას. პრაქტიკულად, სახელმწიფომ გამოგვაცალა ის ერთადერთი ბერკეტი არასამთავრობოების სახით, რითიც ჩვენ შეიძლება განგვეხორციელებინა ჩვენი საკუთარი არჩევანის დაცვა. მიზანი უნდა იყოს არჩევნებზე დამკვირვებელთან უპრეცედენტო რაოდენობის მობილიზაცია, რაც უზრუნველყოფს არჩევნების მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში ჩატარებას. ეს არ შეეხება მხოლოდ იმ, არჩევნების დღეს. დამკვირვებლები გაამზადებულები იქნებიან, რომ წინსწრებით, მიმდინარე პროცესებსაც დააკვირდნენ საკუთარ რაიონებში, სოფლებში და ა.შ.", - ამბობს იდეის ერთ-ერთი ავტორი.

მსგავსი სიახლეები