რას გეგმავს ხელისუფლება თუ რუსულ კანონზე ევროსასამართლო შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს - რას ამბობს კალაძე
რას გეგმავს ხელისუფლება თუ რუსული კანონი ევროსასამართლოში გასაჩივრდება და სტრასბურგის სასამართლო კანონის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს? - კახა კალაძის თქმით, საქართველოს შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს.
კალაძე კვლავ პროპაგანდისტულ ხაზს აგრძელებს და ამბობს, რომ კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურება.
უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს უფლება საქართველოს შიდა საკანონმდებლო პროცესებში ჩაერიოს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება - მაგალითად, კანონის გაუქმება, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ რამეს, გამჭვირვალობას.
ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ადამიანმა დაუსვას კითხვა, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს რაიმეს,“ - ამბობს კალაძე.
ევროსასამართლომ უნგრეთში მსგავსი კანონი გააუქმა, რადგან ის იყო პირდაპირ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებისთვის, შეურაცხყოფისთვის და ღირსების შელახვისკენ მიმართული.
იურისტები არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დასრულებამდე კანონის ამოქმედება დროებით შეაჩეროს. ამის მაგალითად კი რუსთავი 2-ის შემთხვევა სახელდება, როდესაც საქმის განხილვის დასრულებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.