მიმართონ შესაბამის უწყებას... გაჩვენოთ როგორი მუქარები მოდიოდა ჩემთან? გამოძიება არ მჭირდება - კალაძე მუქარის ზარებზე

30.05.24 13:24
მიმართონ შესაბამის უწყებას... გაჩვენოთ როგორი მუქარები მოდიოდა ჩემთან? გამოძიება არ მჭირდება - კალაძე მუქარის ზარებზე

"გაჩვენოთ როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, როგორი შეურაცხყოფები მოდიოდა? გამოძიება არ მჭირდება, მე თვითონ ვუკეთებ იდენტიფიცირებას, ვაგროვებ," - ასე პასუხობს კახა კალაძე "პირველების" კითხვას მუქარის შემცველი ზარების შესახებ.

მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ თაღლითური სქემის მიხედვით ხდებოდა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებთან დარეკვა, კალაძე მოქალაქეებს მიუთითებს, რომ მიმართონ შესაბამის საგამოძიებო უწყებას.

თუმცა აქვე, ყვება, რომ მასაც წერდნენ შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს, თუმცა თბილისის მერი თავად აგროვებს ამ მონაცემებს და არ მიუმართავს საგამოძიებო უწყებებისთვის თანამდებობის პირის მიმართ გახმოვანებული მუქარების შესახებ.

როდესაც იქნა გაჟღერებული ტელეფონის ნომრები, გაჩვენოთ როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, როგორი შეურაცხყოფები მოდიოდა? გამოძიება არ მჭირდება, მე თვითონ ვუკეთებ იდენტიფიცირებას, ვაგროვებ. საკუთარ თავს და ოჯახს მე თვითონ მივხედავ როგორმე.
მიმართონ შესაბამის უწყებას და მოჰყვება რეაგირება,“ - ამბობს კალაძე.

"ქართული ოცნება" დიდ სკანდალშია გახვეული - გაშიფრულია გინების ქოლცენტრების თაღლითური სქემა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მუქარის შემცველი ზარები აზერბაიჯანელი პენსიონერების ნომრებიდან შესდიოდათ.  

მსგავსი სიახლეები