"ოცნების" გარდა არავის სჯერა, რომ შეთანხმება შეასრულეს - ანა ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი, შარლ მიშელის ვიზიტს აფასებს. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ოცნებამ" ნაბიჯები შეთანხმების საწინააღმდეგოდ გადადგა.
გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" გარდა, არ სჯერა, რომ მათ სასამართლოს ნაწილში შეთანხმება შეასრულეს, ყველასთვის თვალნათელია, მათ შორის მთავარი მედიატორისთვის არის თვალნათელი, რომ "ოცნების" ნაწილში სასამართლოს მიმართულებით ეს შეთანხმება შესრულებული არ არის, პირიქით - გადადგმულია ნაბიჯები ამ შეთანხმების საწინააღმდეგოდ. ამ ზიანზე, რომელიც უკვე დადგა იმიჯური თვალსაზრისით და ახლა შეიძლება, დადგეს ძალიან სერიოზული ფინანსური ზიანი, პასუხისმგებელი არის "ქართული ოცნება" , - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.