კამერონი: პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია

30.05.24 14:38
კამერონი: პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია

"პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია" - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი სოციალურ ქსელში წერს.

კამერონი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია მაშინ, როცა ქარტველი ხალხის სურვილი ნათელია:

საქართველოს მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია. 
პრეზიდენტ @Zourabichvili_S ვეტო-ს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას," - წერს კამერონი.