"ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას" - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი ონკოპაციენტ მოზარდებს
ჯანდაცვის მინისტრის პასუხი სიმსივნით დაავდებულ ბავშვებს - მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის გამო ონკოპაციენტი მოზარდები მკურნალობის და დაფინანსების გარეშე არ დარჩებიან.
მინისტრი, რომელსაც დღეს პარლამენტთან საპროტესტო ბანერებით დახვდნენ, ამბობს, რომ სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას.
ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, რადგან სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. აქედან გამომდინარე, არავის მივცემ შესაძლებლობას, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული. ვისაც შეცდომა მოუვიდა და არასწორად გაავრცელა ინფორმაცია, ვურჩევდი სწორად გაეცნონ ინფორმაციას. ვინც ეხმარება ხალხს და ქველმოქმედებას ეწევა, არავისთვის არ შექმნილა რაიმე მიზეზი, რომ ხელი აიღოს ქველმოქმედებაზე. ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს, უპრობლემოდ განახორციელებს. რაც შეეხება საკითხს, რომ შეიძლება, ვინმე მკურნალობის გარეშე დარჩეს, ნუ უხეთქავთ ადამიანებს გულებს, არავინ დარჩება მკურნალობის გარეშე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ამავე თემაზე იხილეთ: