"ონკოპაციენტი ბავშვები, რომლებიც ევროპისგან ფინანსდებიან, რისკის ქვეშ დგებიან" - რუსული კანონის უარყოფითი ეფექტები

30.05.24 11:49
"ონკოპაციენტი ბავშვები, რომლებიც ევროპისგან ფინანსდებიან, რისკის ქვეშ დგებიან" - რუსული კანონის უარყოფითი ეფექტები

რუსული კანონის პირველი ეფექტი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები იხურება. არასამთავრობო ორგანიზაციები იძულებულები არიან შეაჩერონ ყველა ის პროექტი, რომელსაც დონორებისსგან  მიღებული დაფინანსებით ახორციელებდნენ. ჩერდება ონკოპაციენტი ბაშვებისთვის დაგეგმილი პროექტებიც. 

"ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების" ორგანიზაციის დამფუძნებელი, მარიამ მითაიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ ონკოპაციენტი ბაშვები, რომლებიც ევროპისგან ფინანსდებიან, ძალიან დიდი რისკის ქვეშ დგებიან, იმიტომ, რომ რუსულმა კანონმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ევროპა-საქართველოს ურთიერთობები. 

დაფინანსება, რომელზეც საუბარი არის და არსებობს და რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ბრძლის შედეგია, რომელშიც ასევე ის ორგანიზაციები გვეხმარებოდნენ, რომლებიც ამ რუსული კანონის შემდეგ აგენტებად იქნებიან წოდებულნი, ვხედავთ ძალიან დიდ რისკებს თუნდაც ამ პროგრამაში. ევროპული მხარის ჩართულობა რამდენად შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ევროპელი ხალხის შემოსავლებით ფინანსდება მათი მკურნალობა, რომელიც ხშირად ნახევარ მილიონამდე და მილიონამდეც ადის. შესაბამისად, ეს ბავშვებიც, რომლებიც დღეს ევროპაშიც ცხოვრობენ, აქვთ იქაური დაზღვევა, ძალიან დიდი რისკის ქვეშ დგებიან. იმიტომ, რომ უკვე ყველა ქვეყანამ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ საქართველომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მათი მეგობრული ურთიერთობა. მათი არსებობის გარეშე ჩვენი არსებობა ფიზიკურად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. იმის რესურსი, რომ ეს ორგანიზაცია დამოუკიდებლად ვმართოთ, მშობლებს რა თქმა უნდა არ აქვთ", - ამბობს მარიამ მითაიშვილი.

ასევე ცნობილი ხდება, რომ სერვისები, რომელსაც,  მძიმე დიაგნოზის მქონდე მოზარდებს ორგანიზაცია "ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები" სთავაზობდნენ, რუსული კანონის გამო ვეღარ იარსებებს. ონში აღარ განხორციელდება ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტიც. მიზეზი  რეესტრია, რომელიც მალე შეიქმნება და  ორგანიზაციებს უცხოური გავლენის გამტარად, ანუ აგენტებად  გამოაცხადებს. ამ უკანასკნელზე კი ყველა უარს ამბობს. 

მსგავსი სიახლეები