ვაპირებთ, რომ სადამკვირვებლო მისიასავით გაკეთდეს, ყველაზე მეტნი უნდა ვიყოთ 26 ოქტომბერს - ვადო მაჭავარიანი
ხალხი ერთმანეთის საარჩევნო ხმების დასაცავად ერთიანდება. რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება ახალი გამოწვევის წინაშეა - ყოველ საათობრივად სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს, შეუერთდეს ახალ სამოქალაქო გაერთიანებას, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის ევროპული კურსის დაცვა.
ვადო მაჭავარიანი "პირველებთან" ამბობს, რომ ყველაზე 26 ოქტომბერს ყველაზე მეტი ადამიანი უნდა დააკვირდეს არჩევნებს, რათა თითოეული ადამიანის ხმა იყოს დაცული.
მთავარი ამბავი გვაქვს სწორედ 26 ოქტომბერს. შესაბამისად, ყველაზე მეტნი უნდა ვიყოთ საარჩევნო უბნებზე. ჩვენც "12 სართული" ამის ორგანიზებას აუცილებალდ ვაპირებთ, რომ სადამკვირვებლო მისიასავით გაკეთდეს და ახალგაზრდები, ვინც მოხალისეებად შემოგვიაერთდებიან, ამაში ჩავრთოთ და ჩავერთოთ ყველა ერთად. ამ გარეთ დამდგარ ადამიანებს, ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ძალიან მშვიდობიანად, იგივე გარეთ და უბნებთან მდგომი ადამიანები, რა თქმა უნდა, ბეიჯებით და კანონიერად, რომლებიც ამ ზეგავლენას, უბანზე და უბანს გარეთ რაც ხდება ხელს შეუძლიან, პირობითად იგივე ვიდეო-გადაღებით. უკვე ტრენინგები იგეგმება. პირადად ჩვენ, გამოცდილებას სადაც მივიღებთ, აუცილებლად გავუზიარებთ სხვებსაც", - ამბობს ვადო მაჭავარიანი.
ქუჩაში გასული ახალგაზრდების ახალი სიურპრიზი ხელისუფლებას - აქციების მონაწილე ადამიანები არჩევნების დღეს დამკვირვებლად რეგისტრირდებიან. პლატფორმა "დაიტოვე" იმ ათიათოსობით მოქალაქეს გააერთიანებს, რომლებიც თვეების განმავლობაში ქუჩაში დგანან და უწყვეტად აპროტესტებენ რუსულ კანონს