EU მოლაპარაკებებს არ გახსნის? - "ოცნება" დიპლომატებზე ღია შტურმს არ ერიდება
დიპლომატებზე შტურმი ახალ ფაზაში გადადის - პრემიერმა დღეს გერმანიის ელჩი ანტიქართული განცხადებების გაკეთებასა და ოპოზიციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძე წყობიდან პიტერ ფიშერის ხისტმა პოზიციამ გამოიყვანა. საქართველოს გერმანიის ხმა არ ექნება, ანალოგიური პოზიცია აქვს ესტონეთსაც. ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილების გამოაცხადებამდე გაერთიანების წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად ეუბნებიან არას ქართულ ოცნებას.
ლიეტუას საგარეო საქმეთა სამინისტროში კი საქართველოს ელჩი დაიბარეს. ჯერ უცნობია რა არგუმენტები ექნება ქართველ დიპლომატს ქართული ოცნების რუსულ პოლიტიკაზე და რით ახსნის რუსული კანონის მიღებას. დასავლეთიდან დაწყებულ შტურმზე საქართველოს საგარეო უწყებას სრული დუმილი აქვს გამოცხადებული. ვიდრე ილია დარჩიაშვილი მედიასთან არ ჩნდება, ოცნების ლიდერები პარტნიორებზე თავდასხმას განაგრძობენ.