ლონდონში, საქართველოს საელჩოს შენობაზე, აქციებზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები გამოაკრეს

30.05.24 20:23
ლონდონში, საქართველოს საელჩოს შენობაზე, აქციებზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები გამოაკრეს

ლონდონში საქართველოს საელჩოს შენობაზე იმ პირების ფოტოები გამოაკრეს, რომლებსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სასტიკად გაუსწორდნენ.

ლონდონში მცხოვრები ქართველი, დავით ჯინჭარაძე ფეისბუქზე, წერს, რომ არც ერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და არა პუტინს.

"არცერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და არა პუტინს.
ამიტომ გავაკარი ქოცების მიერ დასახიჩრებულთა ფოტოები და სხვადასხვა პლაკატები ლონდონში საელჩოს წინ. 
თან ნიუ-იორკ თაიმსის და გარდიანის სტატიები შევუგზავნე - თუ არ იციან, რას აკეთებენ - საერთაშორისო მედიისგან მაინც გაიგონ.
მე პირადად არ გავჩერდები და ყველაფერს ვიზამ, რომ ქოცებო, კომფორტულად ცხოვრების უფლება არ მოგეცეთ. 
კენსინგტონს და ჩელსის სჯობს, კისლოვოდსკში გადახვიდეთ და შეწყვიტოთ ჩვენი ფულით გოიმობის,
სიძულვილისა და პუტინიზმის პროპაგანდა." წერს ფეისბუქზე დავით ჯინჭარაძე და დიპლომატიურ წარმომადგენლობას მოუწოდებს, "გამოვიდნენ მონობიდან".

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები