გინების სკანდალის კიდევ უფრო სკანდალური გაგრძელება - გაშიფრულია ქართველი ხალხის სატელეფონო ზარებით რეპრესიების სქემა
გინების სკანდალის კიდევ უფრო სკანდალური გაგრძელება. "ოცნება" ისევ დიდ შარშია. გაშიფრულია
ქართველი ხალხის სატელეფონო ზარებით რეპრესიების სქემა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა,რომ ადამიანებს, რომლებსაც რუსული კანონის წინააღმდეგობის გამო აწიოკებდნენ და ნამდვილ ჯოჯოხეთს უწყობდნენ, აზერბაიჯანელი პენსიონერების ნომრებით ურეკავდნენ.
ჟურნალისტებმა შეისწავლეს 60-ზე მეტი ნომერი და დაადგინეს,რომ ყველა აზერბაიჯანში მცხოვრებ მოხუცებს ეკუთვნით. ფაქტების გადამოწმების შედეგად კი გაღრმავდა ეჭვი, რომ თაღლითური ქსელის უკან, რითაც ქართველ ხალხს ატერორებდნენ, ხელისუფლება იდგა. ამის კიდევ ერთი დასტურია ოცნების უმოქმედობა. საგამოძიებო სამასახური არაფერს იძიებს და ყველა ქეისი ამ დრომდე დაპაუზებულია.