მარტო კაცის ტაშის დაკვრა - როგორ დასრულდა რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების დაცვის მცდელობა
მარტო კაცის ტაშის დაკვრა - "ოცნების" პარტიული ინტერესების სადარაჯოზე მდგომი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი დიდ უხერხულობაში აღმოჩნდა. ეს იმიტომ რომ თეიმურაზ დოჭვირმა გადაწყვიტა, რუსული კანონისა და მოღალატეობრივი აქტის მიმღები ხელისუფლება საჯაროდ დაეცვა.
ვინც ფიქრობთ რომ ხელისუფლებას არც ერთი წამით გადაუხვევია ევროპული გზიდან დაუკარით ტაში- ასე მიმართა ერთ-ერთ ღონისძიებაზე დამსწრეებს სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა. ტაშის დაკვრა თავად დაიწყო და თავადვე დაასრულა. მეცნიერის მცდელობა დარბაზში ოცნების ერთი მხარდამჭერი მაინც ეპოვა, უშედეგო აღმოჩნდა.