ივანიშვილი და 84 მოღალატე კრემლში დაწერილი სცენარით მოქმედებს, ქვეყანა რუსეთს დოკუმენტურად გადააბარეს - მამუკა ხაზარაძე
"ქართული ოცნების" გეგმაა ქვეყანა ცივილური სამყაროს იზოლაციაში მოექცეს" - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთთან ერთად შემუშავებულ გეგმის განხორციელებას ბიძინა ივანიშვილი, თავის 84 "მოღალატესთან" ერთად ემსახურება.
ხაზარაძემ თქვა, რომ იმ 84-მა დეპუტატმა, რომელმაც რუსულ კანონს ხელი მოაწერა, "ქვეყანა რუსეთს დოკუმენტურად გადააბარა".
ოპოზიციის ლიდერი გერმანიის ელჩის შემდეგ დიპლომატის წინააღმდეგ მიტანილ იერიშს გაეხმაურა და თქვა, რომ "თავდასხმები შემთხვევითი არ არის, რადგან ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს უნდათ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები წევრობაზე არ გაიხსნას".
ივანიშვილისთვის ჩვენი ქვეყანა, არის ადგილი, სადაც ჩვენ მისი მსახურები უნდა ვიყოთ... საქართველოს არ უნდა ჰყავდეს ძლიერი ჯარი, ძლიერი ინფრასტრუქტურა, საქართველოს მისი გადმოსახედიდან უნდა ჰყავდეს სადამსჯელო რაზმი, რომელიც სიების მიხედვით უსწორდება ადამიანებს. ხომ ხვდებით რა სპირალში ვართ? - ამიტომ მე ერთხელ უკვე მოვუწოდე ოპოზიციას - სრული მორატორიუმი ერთმანეთთან კამათზე, სრული თანხვედრა საქართველოს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, სრული კოოპერაცია პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით". ჩვენ შეიძლება, დავკარგოთ ქვეყანა, სახელმწიფო. ეს არის რუსეთში დაწერილი სცენარი, რომელსაც ივანიშვილი თავის 84 მოღალატესთან ერტად ასრულებს" - თქვა ხაზარაძემ.