საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი და განუყოფელი- სალომე ზურაბიშვილი

19.07.21 16:13
 საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი და განუყოფელი- სალომე ზურაბიშვილი

ევროპული გზის არჩევანი ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის უალტერნატივოა. ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  მსგავსი ფორმატის ღონისძიება 4 პრეზიდენტის მონაწილეობით პირველად იმართება.

ეს ფორმატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენს საერთო გზაზე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. დღეს არის იმის მაგალითი, რამდენად სერიოზულია ჩვენი საერთო ვალდებულება. ეს იმის მაგალითი და დასტურია, რომ ევროპული წარსული და ევროპული მომავალი არის გარდაუვალი. პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად არა მხოლოდ განვაახლებთ, ვაგრძელებთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ამ ღონისძიებას უმაღლეს დონეზე ვატარებთ. პირველად ხდება 4 პრეზიდენტის მონაწილეობით ასეთი ღონისძიების ჩატარება და ეს არის ახალი დასაწყისი. ეს იმას ნიშნავს ყველა ჩვენგანისთვის, რომ ახალი ვალდებულებები გვაქვს ნაკისრი. უპირველესად, ეს არის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება - საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან და ფასეულობებისგან. 

ესაა საკითხი, რაზეც პოლარიზაცია, ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე. მიუხედავად გამოწვევებისა და ოკუპაციისა, ჩვენი მისწრაფება არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში" ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ევროსაბჭოს პრეზიდენტები იღებენ . ბათუმის მე-17-ე საერთაშორისო კონფერენციის მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.

მსგავსი სიახლეები