Politico: ბაიდენმა ზელენსკის რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მისცა

31.05.24 10:41
Politico: ბაიდენმა ზელენსკის რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მისცა

ემზადება თუ არა კიევი რუსულ ძალებზე კონტრშეტევისთვის? - Politico-ს ინოფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მისცა.

წყარო ამერიკის სამთავრობო წრეებიდან გავლენიან გამოცემას უყვება, რომ სამიზნე ხარკოვთან ახლოს მდებარე რუსული ტერიტორია, სადაც პუტინის ჯარები არიან გამაგრებულები და სავარაუდოდ, შეტევისთვის ემზადებიან.

უკრაინას ამ დრომდე არ ეძლეოდა საშუალება რუსეთის ტეროტირიაზე შორი რადიუსის იერიში მიეტანა. მედიაში გავრცლებული სკანდალურ ინფორმაციის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ჯერჯერობით, განმარტებები არ გაუკეთებია. დუმს ოფიციალური კიევიც.

მსგავსი სიახლეები