უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან - მაია სანდუ

19.07.21 15:52
უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან - მაია სანდუ

"უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, კორუმპირებული საჯარო მოხელეებისგან  -  ბათუმის კონფერენციაზე მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, სიტყვით გამოსვლისას საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა. სანდუს თქმით, დემოკრატიზაციის  გზაზე მძიმე პერიოდი გაიარეს, როცა ქვეყანა კორუფციაში იყო ჩაფლული. 

ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები და ჩვენი ქვეყნების მისწრაფებებზე ვსაუბრობთ, ჩვენი ქვეყნების ევროკავშირის მისწრაფებებზე და თან ვსაურობთ ჩვენს პარტნიორობაზე, რომელიც ერთად შეგვიძლია, შევქმნათ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განვავითაროთ. 

მინდა, დავუბრუნდე აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ, მეგობრებო, რომ იმ დროს, ჩემი ქვეყანა, მოლდოვა, მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც რომ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოლდოვამ გააფორმა, ქვეყანა განვითარდებოდა, დემოკრატიული სისტემები ჩამოყალიბდებოდა ქვეყანაში მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. თუმცა, მალევე იმ საპნის ბუშტმა და კრიზისებმა ოლიგარქიულმა სისტემამ ჩაითრია ჩემი ქვეყანა.

ამის გამო ჩემი ქვეყნის მოქალაქეები აცნობიერებდნენ, რომ ჩვენ აღარ ვიყავითწარმატებული და  სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის. რეფორმები ქაღალდზე დარჩა. ქვეყანა ჩაერთო იმ მორევში, რომელიც ჩვენ  არ გვაძლევდა ევროკავშირთან ასოცირების შესაძლებლობას. მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია. ჩვენ არ ვიყავით სანდო პარტნიორი. ხალხმა აირჩია დემოკრატია, კარგი მმართველობა და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ არჩევნების საფუძველზე. ამას უკვე ხელს უწყობს ევროკავშირი და ახლა ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს მისი ახალი მთავრობა პარლამენტში ვალდებულია, სწრაფად განახორციელოს დანაპირები", - თქვა მაია სანდუმ.