დატბორილი სახლები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია კომუნიკაციები - თბილისში სტიქიის შედეგებს ითვლიან
ერთი წვიმა და დატბორილი წერეთლის გამზირი - ახლად რეაბილიტირებულმა ქუჩებმა უხვ ნალექს ვერ გაუძლეს. თბილისის მერია ამტკიცებს, რომ დიდუბეში სანიაღვრეებმა წყლის გატარება ცხაურებთან დაგროვილი ფოთლებისა და შლამის გამო ვერ შეძლო.
დილიდან თბილისში სტიქიის შედეგებს ითვლიან. რამდენიმე წუთიანმა სეტყვამ და გრიგალმა თბილისის უბნებში პრობლემები შემქნა. წაქცეულია ხეები, დაზინებულია კომუნიკაციები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც.