უკრაინას უნდა შეეძლოს საპასუხო დარტყმა და საკუთარი თავის დაცვა. ეს არის თავდაცვის უფლების ნაწილი - სტოლტენბერგი

31.05.24 13:59
უკრაინას უნდა შეეძლოს საპასუხო დარტყმა და საკუთარი თავის დაცვა. ეს არის თავდაცვის უფლების ნაწილი - სტოლტენბერგი

"უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიის ომი. რუსეთი თავს დაესხა სხვა ქვეყანას, დაარღვია საერთაშორისო სამართალი, შეიჭრა უკრაინაში და უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას. დავამატებ: ეს კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ვხედავთ, რომ რუსეთმა ახალი ფრონტი გახსნა. ახლა ჩრდილოეთიდან უტევენ ხარკოვის რეგიონს და საზღვარი, ფრონტის ხაზი მეტ-ნაკლებად იგივეა. ასე რომ, ისინი ურტყამენ უკრაინას რუსეთში განლაგებული რაკეტებითა და არტილერიით და რა თქმა უნდა, უკრაინას უნდა შეეძლოს საპასუხო დარტყმა და საკუთარი თავის დაცვა. ეს არის თავდაცვის უფლების ნაწილი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის განმარტებით, ეს არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის თავდაცვის უფლების დაცვის საკითხი.

„გვერწმუნეთ, უნდა ვუპასუხოთ. ძალის გარდა არაფერი ესმით. ჩვენ არ ვართ პირველი და არც უკანასკნელი სამიზნე. ვფიქრობ, აბსოლუტურად ალოგიკურია, გქონდეს [დასავლური] იარაღი და ხედავდე მკვლელებს, ტერორისტებს, რომლებიც გვხოცავენ რუსეთის მხრიდან. ვფიქრობ, ზოგჯერ ისინი უბრალოდ იცინიან ამ სიტუაციაზე. ეს ჰგავს სანადიროდ წასვლას. ხალხზე ნადირობას. მათ ესმით, რომ ჩვენ მათ ვხედავთ, მაგრამ ვერ ვწვდებით“. - აღნიშნა სტოლტენბერგმა.