მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს - სააგენტო

31.05.24 14:05
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს - სააგენტო

"მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება," - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო წერს.

სააგენტო აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა არის მოსალოდნელი 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი),' - წერია განცხადებაში.