ბარამიძე: ნაცვლად მეგობრობისა, ასეთი მტრული დამოკიდებულების გამოხატვა არის როგორც სამარცხვინო და უზნეო, ისე საქართველოს ინტერესების კიდევ ერთი უხეში და პირდაპირი ცინიკური ღალატი
„ნაცვლად მეგობრობისა, ასეთი მტრული დამოკიდებულების გამოხატვა არის როგორც სამარცხვინო და უზნეო, ისე საქართველოს ინტერესების კიდევ ერთი უხეში და პირდაპირი ცინიკური ღალატი - ეს არის სწორედ რუსული პოლიტიკა და ეს არის სწორედ რუსული ხელისუფლების გამოვლინება," - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა.
ბარამიძე უკრაინის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ პრემიერის სიტყვები სამარცხვინო იყო.
ჩვენი მეგობარი უკრაინის ხელისუფლების განცხადება საქართველოს ეგრეთ წოდებული პრემიერ მინისტრის აბსოლუტურად უადგილო, მორიგ სამარცხვინო განცხადებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მეტყველებს, როგორი არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ჩვენს მეგობარ უკრაინასთან, რომელიც ებრძვის ჩვენს საერთო მტერს - რუსეთს, რომელსაც აქვს ასევე მცდელობა დაიპყროს უკრაინის ტერიტორიები, გააუქმოს მისი სახელმწიფოებრიობა, როგორიც ჰქონდა თავის დროზე და დღესაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შენარჩუნება თუ ვინმესთვის არის მნიშვნელოვანი და ძვირფასი, პირველ ყოვლისა არის მნიშვნელოვანი და ძვირფასი ქართველი ხალხისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის.
ამიტომ ნაცვლად მეგობრობისა, ასეთი მტრული დამოკიდებულების გამოხატვა არის როგორც სამარცხვინო და უზნეო, ისე საქართველოს ინტერესების კიდევ ერთი უხეში და პირდაპირი ცინიკური ღალატი - ეს არის სწორედ რუსული პოლიტიკა და ეს არის სწორედ რუსული ხელისუფლების გამოვლინება.“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ