ეს არის ბელარუსიზაციის მოხდენის მცდელობა საქართველოში, რაც არ გამოუვათ და როდესაც არ გამოსდით, ასე იმუქრებიან - ობოლაძე

31.05.24 14:15
ეს არის ბელარუსიზაციის მოხდენის მცდელობა საქართველოში, რაც არ გამოუვათ და როდესაც არ გამოსდით, ასე იმუქრებიან - ობოლაძე

„ეს არის ბელარუსიზაციის მოხდენის მცდელობა საქართველოში, რაც არ გამოუვათ და როდესაც არ გამოსდით, ასე იმუქრებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის პროტესტი არ გაჩერდება და ეს პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დავასრულებთ რუსულ ხელისუფლებას," - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ გააკეთა.

ობოლაძე მაჭარაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც რუსული კანონის მომიტინგეებს დაემუქრა.

ჯერ ერთი ეს ხალხი კანონის განხილვისას გამოდიოდა და ამბობდა, რომ სიტყვა აგენტი არის ნეიტრალური სიტყვა და მერე რა მოხდა თუ კანონში წერია და კარგ საქმესაც აკეთებენ გავლენის აგენტები. ახლა მიიღეს კანონი და ბლანკეტურად, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იყენებენ ამ სიტყვას და ამბობენ, რომ ყველა აგენტები და დასაკავებლები არიან. ეს არის ბელარუსიზაციის მოხდენის მცდელობა საქართველოში, რაც არ გამოუვათ და როდესაც არ გამოსდით, ასე ყვირიან, ასე იმუქრებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის პროტესტი არ გაჩერდება, ეს პროტესტი გაგრძელდება და რამდენიმე კვირაში თუ რამდენიმე თვეში მივალთ ლოგიკურ შედეგამდე და საქართველოს აღარ ეყოლება რუსული ხელისუფლება," - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.