ბუჩუკური: ღამით დედაჩემს დაურეკეს ჩემზე მუქარით, რომ ანას უბედური შემთხვევა დაემართება
"მაგალითად, გუშინ ღამით 1 საათზე დედაჩემს დაურეკეს ჩემზე მუქარით, რომ ანას უბედური შემთხვევა დაემართება," - ამის შესახებ "დღის ამბებთან" ანა ბუჩუკური საუბრობს.
პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ მუქარის შემცველი ზარების ხელახლა გააქტიურებაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას ივანიშვილს და "ოცნებას" აკისრებს.
იგივე ნომერი მირეკავდა მე. ასევე შემოვიდა ღამის სამ საათზე რამდენიმე ზარი, მე არ ვპასუხობ ამ ზარებს და იმავე ნომრიდან დაურეკეს ბათუმში ჩვენი ახალგაზრდულის ერთ-ერთ ლიდერს... დაურეკეს მათ შორის პატარა ბავშვებს, შვილებზე რეგისტრირებულ ტელეფონის ნომრებზე,“ - ამბობს ბუჩუკური.