დილიდან მაქვს 10 ზარი მიღებული. ანუ ავიღო ავსტრალიიდან ზარი, ვუპასუხო და მივიღო გინება და შეურაცხყოფა? - წილოსანი
"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ მასაც ურეკავენ უცხო ნომრები, თუმცა აცხადებს, რომ არ პასუხობს.
წილოსანის თქმით, მისმა გუნდმა ზუსტად იცის, ვინ ავრცელებს მათ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, თუმცა რატომ არ აქვთ რეაგირება სამართალდამცავ უწყებებს, ამაზე არ საუბრობს.
დილიდან მაქვს 10 ზარი მიღებული, მათ შორის ირეკება ვაიბერზე, ჩვეულებრივ ნომერზე, ზარები ირეკება თითოეულ ჩვენგანთან და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პანიკის დათესვის და ამ სიუჟეტის მომზადების საფუძველი. ჩემს შემთხვევაში ზუსტადაც ვიცით, ვინ ავრცელებს და ვინ ასაჯაროებს ჩვენს ტელეფონის ნომრებს, მისამართებს, ვინ გვიყვირის ინტერვიუს მიცემის დროს.
ანუ ავიღო ავსტრალიიდან ზარი, ვუპასუხო და მივიღო გინება და შეურაცხყოფა?“ - ამბობს ნინო წილოსანი.