გინება და ფიზიკური დაპირისპირებების სერია საკრებულოებში

31.05.24 20:21
გინება და ფიზიკური დაპირისპირებების სერია საკრებულოებში

 

გინება და ფიზიკური დაპირისპირებების სერია საკრებულოებში. რუსული კანონის გამო ვითარება მუნიციპალიტეტებში პრაქტიკულად უკონტროლო ხდება. ბათუმში საკრებულოს სხდომა პოლიტიკური ბრძოლის ველად მას  შემდეგ იქცა, რაც დეპუტატებმა საუბარი სატელეფონო ტერორის  შესახებ დაიწყეს. ცოტა ხანში კი რთული გასარჩევი გახდა ვინ ვის  აგინებდა. ბოლოს შენობა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებით გაამაგრეს.

მთელი დღე ოცნებას საკრებულოებში ნამდვილი ნერვების ომი ქონდა. ჩხუბის  გამო ჩაიშალა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაც, სადაც  თანამდებობის პირების იმპიჩმენტის საკითხი უნდა განხილულიყო. ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც  ფრაქცია ქართული ოცნების თავჯდომარემ დარბაზში შესვლისთანავე საზოგადოებას აგენტების  კანონის მიღება მიულოცა. პასუხად კი ოპოზიციისა და არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი მიიღო.დაპირისპირებაში მონაწილეობდა ზუგდიდის მერიც,რომელიც საკრებულოს სხდომაზე დღეს საგანგებოდ მივიდა.

დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.