"ოცნება" მორიგ საერთაშორისო სკანდალშია - სტრატკომის პროექტი გაუქმდა
"ოცნება" მორიგ საერთაშორისო სკანდალშია. რუსული კანონის მიღებიდან რამდენიმე დღეში ნატომ საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი პროექტი გააჩერა. ბრიტანელის ჟურნალისტების გამოძიებით დგინდება, რომ ის გამოცდილება და დაფინანსება, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებმა ნატოსა და ბრიტანეთის დამსახურებით მიიღეს, არა რუსული პროპაგანდის, არამედ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს.
6 ჯერ დასმული კითხვა და არც ერთი პასუხი. რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის საპასუხოდ არჩილ თალაკვაძე ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობდა. ასე გაურბის ხელისუფლება უხერხულ კითხვებს. დონორებიდან მიღებული მილიონები, რომელიც ხელისუფლებას გარეშე მტერთან ჰიბრიდული ომის საწინააღმდეგოდ უნდა გამოეყენებინა, პოლიტიკური ოპონენტების და სტრატეგიული პარტნიორების გაშავებაზე დახარჯა.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.