მორჩა, ე.წ. რუსული კანონის ეპოპეამ „ჩაილურის წყალი“ დალია - კანონი ქართულია - პაპუაშვილი
რომელ კანონს? ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ რუსული კანონი თქვათ კიდევ? ამ ამბავმა ხომ ჩაიარა? მორჩა, ე.წ. რუსული კანონის ეპოპეამ „ჩაილურის წყალი“ დალია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, უჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი „რუსულ კანონს“.
რაც შეეხებოდა „გამჭვირვალობის ქართულ კანონს“, მას სრულად მხარს უჭერს არამხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ ყველა წევრი და სრულიად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა“, - აცხადებს პაპუაშვილი.