აშშ საქართველოში სახალხო დამცველის როლის მხარდაჭერას გააგრძელებს - დეგნანი

19.07.21 18:40
აშშ საქართველოში სახალხო დამცველის როლის მხარდაჭერას გააგრძელებს - დეგნანი

საქართველოს სახალხო დამცველი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს შეეხო.

ჩვენ დღეს ყურადღება გავამახვილეთ უზენაეს სასამართლოში განხორციელებულ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე და იმ პრობლემებზე, რასაც ამ პროცესში ვხედავთ. ასევე, ვისაუბრე 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, ხაზი გავუსვი სახელმწიფოს და სამართლადამცავი ორგანოების პასუხისმგებლობას და აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა და ინდიკატორისა, სამართლადამცავ ორგანოებს დღემდე არავინ არ მიუცია პასუხისგებაში ამ ძალადობრივი ქმედების ორგანიზებისთვის“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
 

კელი დეგნანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი დიდი როლს თამაშობს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების საქმეში და აქედან გამომდინარე, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.

ძალიან კარგი შესაძლებლობა მქონდა, განმეხილა სახალხო დამცველთან და მის გუნდთან ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. სახალხო დამცველის ინსტიტუტი თამაშობს უაღრესად მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში, განსაკუთებით აქ საქართველოში, მაშინ როდესაც ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან და რთულ საკითხებს უმკლავდება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს სახალხო დამცველის აპარტთთან მუშაობას თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის მხარდასაჭერად, რომელსაც ის ასრულებს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს სახალხო დამცველი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რეგულარულად მართავენ შეხვედრებს, რომლებზეც ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ და საუბრობენ.