ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტიტუშკები ცენტრალურ ოფისს დაესხნენ თავს, მონაწილეობას ასამდე პირი იღებდა - ენმ

01.06.24 09:55
ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტიტუშკები ცენტრალურ ოფისს დაესხნენ თავს, მონაწილეობას ასამდე პირი იღებდა - ენმ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს თავს შუაღამისას დაესხნენ - პარტიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ შენიღბული პირები კახეთის გზატკეცილზე ჯგუფურად გამოჩნდნენ.

ქვებით დაა ხის შუბებით კუნთმაგარმა ბიჭებმა ოპოზიციური პარტიის შტაბი ნამდვილ საბრძოლო პოლიგონად გადააქციეს. ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის წევრებზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ.

ამ დროს პარტიის ოფისში ლევან ხაბეიშვილი არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. "ნაციონალური მოძრაობაში" ეჭვი არ ეპარებათ, რომ მომხდარის უკან "ქართული ოცნება" დგას, საქმე კი ეგრეთ წოდებულმა "ოცნების" ტიტუშკებმა შეასრულეს.

ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტიტუშკები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს დაესხნენ თავს. ვანდალური თავდასხმა ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, სადაც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა.

დაზიანებულია ოფისის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანებულია პარტიის ინვენტარი. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების პასუხი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ საქართველოს ინტერესების დაცვისა და ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის.

ივანიშვილის რეჟიმის პანიკური ქმედებები და მათ მიერ ორგანიზებული ძალადობა, სულ მალე, ქართველი ხალხის ურყევი ნებით, აუცილებლად დასრულდება!

საქართველო რუსეთი არასდროს იქნება!

ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!" - წერია განცხადებაში.

  

მსგავსი სიახლეები