"ქართული ოცნება" პროდასავლურ პრეზიდენტს მტრობს - ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი "ქართულ ოცნებას" კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლაში ადანაშაულებს - საქართველოს პრეზიდენტის ადვოკატი "პირველებთან" აცხადებს, რომ პოლიციის დღისათვის მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გუნდმა პირადი შურისძიებიდან გამომდინარე არ დაპატიჟა.
"სერიოზული მტრობაა ჩამოყალიბებული პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის" - ამბობს ჩუგოშვილი და იქვე ამატებს, რომ პრეზიდენტი ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს იცავს.
თამარ ჩუგოშვილი დასძენს, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ზურაბიშვილის "ერჩიან", რადგან მისი თქმით, პრეზიდენტი ოლიგარქის გუნდის პრიორიტეტებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.
ძალიან სერიოზული მტრობა არის ჩამოყალიბებული პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. საქართველოს პრეზიდენტი დღეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ასრულებს კონსტიტუციის იმ ჩანაწერს, რომელშიც ნათქვამი არის, რომ საქართველოს არჩევანი და გზა არის დასავლური ინტეგრაციისკენ და ამას ხელი უნდა შეუწყოს ყველა შესაბამისმა ინსტიტუტმა თუ უწყებამ. ხელისუფლება არის აქედან გასული და ასე ვთქვათ, ერჩის პრეზიდენტს იმისთვის, რომ პრეზიდენტი აკეთებს თავის საქმეს კონსტიტუციის შესაბამისად", - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.
რატომ არ დაპატიჟეს პოლიციის დღეზე პრეზიდენტი - რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება შურისძიებას განაგრძობს.
მთავარსარდალი, რომელიც ღონისძიებას ყოველწლიურად ესწრებოდა, გუშინ არავის დაუნახავს. "პირველების" კითხვაზე, თუ რატომ არ მიიწვიეს სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე, მინისტრთა კაბინეტი დუმს.