დარწმუნებული ვარ, რომ შსს-ს ხელდასხმით და ხელის დაფარებით ხდება ამ დანაშაულების ჩადენა - ვაშაძე ენმ-ში შეჭრაზე

01.06.24 13:34
დარწმუნებული ვარ, რომ შსს-ს ხელდასხმით და ხელის დაფარებით ხდება ამ დანაშაულების ჩადენა - ვაშაძე ენმ-ში შეჭრაზე

"დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხელდასხმით და მათი ხელის დაფარებით ხდება ამ დანაშაულების ჩადენა" - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ენმ-ის ცენტრალურ ოფისზე თავდასხმის ფაქტს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მომხდარს ტერორისტულ ქმედებად აფასებს და ძალადობრივი ქმედებების უკან საქართველოს ხელისუფლებას ხედავს.

საქართველოში მოქმედებს ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია. თორემ არის რეალურად ღალატის და უსამშობლოთა გაერთიანება. არაფრის გამომძიებელი შსს არ არის ფორმალურადაც კი. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხელდასხმით და მათი ხელის დაფარებით ხდება ამ დანაშაულების ჩადენა. ეს არის სისტემური ტერორისტული ქმედებები, რომელსაც ისინი ახორციელებენ", - ამბობს ვაშაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გულგრილობა ორგანიზებულ დანაშაულზე - გომელაურის უწყებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მხოლოდ მინის ჩამსხვრევა დაინახა და გამოძიებაც სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. არადა სახეზეა სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულების მთელი კრებული. დანაშაული კი ჯგუფურად იყო ორგანიზებული, რაც დამამძიმებელი გარემოებაა.

ფაქტებით და კადრებით დგინდება, რომ ნაციონალური მოძრაობისას ოფისის დარბევაში 100-მდე ნიღბიანი ბანდის წევრი მონაწილეობდა. თავდასხმა ორგანიზებულად, რკინებით, ქვებით და ხის შუბებით მოხდა.