მადლობა პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის - ზელენსკი მეზღვაურების შეწყალებაზე
უკრაინის პრეზიდენტი, ვლოდიმერ ზელენსკი, საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული მეზღვაურების შეწყალებისთვის მადლობას უხდის.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე მოკლე კომენტარი გააკეთა:
საზოგადოებას ვამცნობ, რომ უკრაინის ორ მოქალაქეს ვაბრუნებთ და მადლობას მოვახსენებ პრეზიდენტს ამ საკითხზე თანამშრომლობისთვის. გარწმუნებთ, ჩვენი მეგობარი საქართველო, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ისტორიული გამოცდების შემდეგ, ცხადყოფს, რომ ძალა ერთობაშია"- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელი მეზღვაურები, რომელთაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის, ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეიწყალა.