არ გვინდა, დავბრუნდეთ წარსულში - სალომე ზურაბიშვილი

19.07.21 20:01
არ გვინდა, დავბრუნდეთ წარსულში - სალომე ზურაბიშვილი

არ გვინდა, დავბრუნდეთ წარსულში - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბათუმის სამიტის დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს:

ჩვენ განვიხილავთ, რა უნდა იყო ჩვენი სამომავლო გეგმები. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო, საერთო წარსული, საერთო გამოწვევები, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, საერთო გამოწვევები, ჩვენი უსაფრთხოების და დესტაბილიზაციის მცდელობების კუთხით, რაც შეიძლება იყოს გარე და შიდა წყაროებიდან, თუმცა, ჩვენ ასევე საერთო გვაქვს ის, რომ არ გვინდა დავბრუნდეთ წარსულში. ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებს და გამოწვევებს გარედან და შიგნიდან. ჩვენი ევროპული რეაგირებაში არ მოხდება, არც სტაგნაცია, არც შეყოვნება. მოხდება მხოლოდ წინსვლა, მიზანმიმართულად სწორი მიმართულებით და ეს არის გამძლეობის ნიშანი.

ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს, უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერთა გონების, საერთო განწყობის და მიდგომების, დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის საერთო მიდგომების ნიშანი, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, ერთობლივი პროექტებით და საერთო მიდგომები არსებობდეს კონფლიქტების და ოკუპაციის დასაძლევად,- თქვა ზურაბიშვილმა.