გია ცაგარეიშვილის უხერხულობა რუსული კანონის კენჭისყრაზე (ვიდეო)
ივანიშვილის გუნდის ინიციატივის მხარდამჭერი დეპუტატები რუსული კანონის კენჭისყრაზე უხერხულობას განიცდიდნენ - "შაბათის ეთერის" მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, გია ცაგარეიშვილი სასესიო დარბაზში ბოლო მივიდა და იქაურობა პირველმა დატოვა.
კადრებში ასახულია, რომ ტაბლოზე 84 ხმა ფიქსირდება თუ არა, ცაგარეიშვილი დარბაზს ტოვებს. სასესიო დარბაზი დეპუტატმა ისე დატოვა, რომ ტაშიც კი არ დაუკრავს.
გაშიფრულ კადრებში ჩანს, რომ ანტიდემოკრატიული კანონის მომხრე რეგისტრაციის დროს ფეხზე იდგა და თავს არაკომფორტულად გრძნობდა, რადგან ცაგარეიშვილს საკუთარი შვილის წინააღმდეგ წასვლა უწევდა.
ირო ცაგარეიშვილი ქუჩის აქციების აქტიური მხარდამჭერი და მამის მიღებული რუსული კანონის მოწინააღმდეგეა. დეპუტატის შვილმა სახიფათო კანონზე კრიტიკული დამოკიდებულება არაერთხელ გამოხატა.