ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერება დაგვიბრუნებს ნდობას მოსახლეობის მხრიდან - მოლდოვას პრეზიდენტი
,,ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერება დაგვიბრუნებს ნდობას მოსახლეობის მხრიდან" - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მაია სანდუმ კონფერენციაზე ევროკავშირში გაწევრიანებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჩვენი მონაწილეობა მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ბათუმში იმართება, უკვე კარგად არის ჩამოყალიბებული, როგორც სტრატეგიული პლატფორმა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად... ასევე იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი ერთგულება ევროპული დემოკრატიული კეთილდღეობის მიმართულებით.
აღმოსავლეთ პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნების ნამდვილი წარმატებაა, ჩვენ დღითიდღე ვაუმჯობესებთ ჩვენს ხილვადობას ევროპაში და ეს პლატფორმა გვეხმარება, რომ დამატებითი ინსტრუმენტების საშუალებით საერთო გამოწვევებს გავუმკლავდეთ. კონსოლიდირებული ძალისხმევის სარგებელი ნათელია.ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით სახლში გველის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სამართლის უზენაესობის გაძლიერება, სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულობის გაზრდა, ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერება დაგვიბრუნებს ნდობას მოსახლეობის მხრიდან, ესაა აუცილებელი", - თქვა მაია სანდუმ.