უნდა გავაძლიეროთ დემოკრატია, რათა გაგვიადვილდეს ევროკავშირში შესვლა - ბათუმის სამიტი დასრულდა
,,ასოცირება მხოლოდ ხელმოწერას არ ნიშნავს, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ მასში მონაწილე ყველა ქვეყანამ უნდა გააძლიეროს დემოკრატია, რათა გაუადვილდეს ევროკავშირში გაწევრიანება" - ამის შესახებ პეტრას ციხეში, ბათუმის სამიტის დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა განაცხადეს.
ხელმოწერის დროს სამივე ქვეყნის პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ უნდა გააძლიერონ დემოკრატია და დაიცვან ფუნდამენტური უფლებები. პრეზიდენტებმა შეხვედრის დროს ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და ოკუპაციის პრობლემებზეც ისაუბრეს.
ბათუმის სამიტის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ დელეგაციამ გონიოს ციხეში გადაინაცვლა, სადაც დაგეგმილია არაოფიციალური ვახშამი და კონცერტი.