"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატს ხვალ წარადგენს

19.07.21 22:06
"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატს ხვალ წარადგენს

"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატს ხვალ წარადგენს. ღონისძიება  20:00 საათზე, მთაწმინდის პარკში, გაიმართება. 

ამ ეტაპზე ღონისძიების გასაშუქებლად მედია არ მიუწვევიათ.  არსებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასწრება სპეციალური მოსაწვევით და ფოტოთი იქნება შესაძლებელი.


პრესსამსახურში ამბობენ, რომ ღონისძიებაზე მედიაც იქნება წარმოდგენილი და ანონსსაც ხვალ გაავრცელებენ.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება