თუ კარგად მოიქცევით და ზრდილობას გამოიჩენთ, მთავრობის სხდომაზე დაგიშვებთ - რიჟვაძის ცინიკური პასუხი ჟურნალისტებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კრიტიკულ მედიას ზრდილობას უწუნებს. ჟურნალისტებმა თორნიკე რიჟვაძეს ჰკითხეს - რატომ არ ეპატიჟება კრიტიკულ მედიას მთავრობის სხდომაზე, რაზეც მაღალჩინოსანმა ჟურნალისტს ცინიკური პასუხი გასცა:
თუ კარგად მოიქცევით და ზრდილობას გამოიჩენთ, მომავალში შეიძლება, მთავრობის სხდომაზე დაგიშვათ.
რიჟვაძის კომენტარს TV25 ავრცელებს.