ღარიბაშვილს ჟურნალისტების ეშინია - ოპერატორები მთავრობის სხდომაზე დღესაც არ შეუშვეს
ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, თუმცა კანცელარიის მე-12 სართულზე სხვადასხვა ტელევიზიების ოპერატორები არც დღეს დაუშვეს.
არადა, სწორედ ოპერატორების მეშვეობით ხდება პირდაპირი ტრანსლირებაც. მთავრობის პრესსამსახური მედიას საერთო სიგნალს სთავაზობს.
ჟურნალისტები და ოპერატორები მესამე სართულზე არიან და მთავრობის სხდომას ტელევიზიით ადევნებენ თვალს.
"ტვ პირველი" ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პირდაპირ ეთერში არ გთავაზობთ. ჩვენი ჟურნალისტები მინისტრებს დაელოდებიან, რომლებიც ბრიფინგების ოთახში უნდა ჩამოვიდნენ.