იმაზე მეტი ვაქცინა ჩამოვიტანეთ, ვიდრე საჭირო იყო - ღარიბაშვილი

20.07.21 11:54
იმაზე მეტი ვაქცინა ჩამოვიტანეთ, ვიდრე საჭირო იყო  - ღარიბაშვილი

"ვაქცინები იმაზე მეტია ადგილზეა, რაც საჭიროა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა. 

როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ვაქცინების დოზები  საქართველოში კიდევ შემოვა.

ვაქცინები იყო პრობლემა, ვაქცინები შევძელით, ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვიდრე იყო საჭირო, მილიონი ვაქცინა ჩამოვიდა 2 კვირის წინ, "ფაიზერის" შემოტანა დაიწყო. გუშინ წინ შემოვიდა კიდევ ნახევარი მილიონი  ჩინური ვაქცინა "სინოვაკი" მილიონნახევარი გვაქვს ადგილზე.

ვაქცინაცია უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქლაქეების - მეგობრების, ახლობლების და შვილების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად. მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნებისთვის“, - თქვა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები