სასამართლო რეფორმა - "ლელო" აქტიურ კონსულტაციაზე გადავიდა
სადავო სასამართლო რეფორმა, რომელზეც ქვეყნის ბედია დამოკიდებული - პარლამენტში ფრაქციამ ,,ლელო საქართველოსთვის“ ოპოზიციასთან, უცხოეთის ქვეყნების საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ფრაქციამ საკუთარი ხედვა წარმოადგინა სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით.
,,ლელო" იმედოვნებს, რომ მას შემდეგ, რაც შარლ მიშელმა მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა, გაიხსნება დისკუსია მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.
,,ლელოს" სურვილია, ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პოზიცია და შეხედულება დააფიქსირონ კანონპროექტთან დაკავშირებით და მას შემდეგ მოხდება მისი ინიცირება პარლამენტში.
კანონპროექტი 2 ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მოიცავს საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა არჩევას. ,,ლელოს" ინციატივაა, რომ მოსამართლეების შერჩევაში საერთაშორისო სადამკვირვებლო საბჭოებმაც მიიღონ მონაწილეობა. მეორე ნაწილი კი მოქნილი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად აუცილებელ კომერციული სასამართლოს ითვალსიწინებს, რომელიც ინვესტორების საკითხებს განიხილავს.
აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მაგალითად, სასამართლოთა თავმჯდომარეების არჩევითობა თავად სასამართლოს შემადგენლობის მიერ, რომ თავმჯდომარე არ უნდა იყოს თვალი და მაკონტროლებელი, არამედ მან უბრალოდ ადმინისტრირება უნდა მოახდინოს, ეს არის რიგი საკითხები, რომლებიც წლების განმავლობაში დგებოდა. მაგრამ ,,ქართული ოცნება" ამ ნოვაციებს უარჰყოფდა. - ამბობს ,,ლელოს" წევრი, შალვა შავგულიძე.
მას შემდეგ, რაც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროპული დახმარების მიღება სასამართლო რეფორმის წარმატებაზეა დამოკიდებული, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციაში დაიწყო კონსულტაციები. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია კონსოლიდერიბული სასამართლო კანონპროექტის შექმნას.