მთაწმინდაზე კალაძის პრეზენტაცია ასოცირდება მთაწმინდიდან გამოქანებად - რომან გოცირიძე

20.07.21 13:30
მთაწმინდაზე კალაძის პრეზენტაცია ასოცირდება მთაწმინდიდან გამოქანებად - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, მერობის კადიდატად წარდგენას აფასებს. გოცირიძის თქმით, კალაძის მთაწმინდაზე პრეზენტაცია "გამოქანებასთან" ასოცირდება. გოცირიძე კალაძეს მოუწოდებს, გაემიჯნოს მმართველ გუნდს, რადგან ფერადი ტანსაცმლით გარეთ გამოსვლა გაუჭირდება. 

მთაწმინდაზე კალაძის პრეზენტაცია ასოცირდება მთაწმინდიდან გამოქანებად, სტარტის მიცემა იქნება არა საარჩევნო კამპანიის სტარტის მიცემა, საზოგადოებაში აღიქმება როგორც კალაძის ზემოდან გამოქანება. უამრავი წითელი, ყვითელი პიჯაკი, შარვლები, ქუდები აქვს ნაყიდი და ჩაუწვა ეს საქონელი, სანამ ეს ხელისუფლება იქნება და სანამ ეს მოთარეშე ბრბო იქნება ქუჩაში, ამ ტანსაცმლით თავს ვერ გამოყოფს, დაუობდება, ამიტომ პირად ინტერესებშიც არის, რომ კალაძემ გააკეთოს დემოკრატიული, ლიბერალური განცხადებები და გაემიჯნოს იმ ადამიანებს, რომლებმაც აი აქ ჟურნალისტებს აყარეს საშინელი დღე", - ამბობს რომან გოცირიძე. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" მერობის კანდიდატს დღეს საღამოს 8 საათზე წარადგენს.  კანდიდატი კახა კალაძე იქნება.