მეგობრები სანქციების ენით არ საუბრობენ - ბოჭორიშვილი კონგრესში გაკეთებული განცხადებებით "შეურაცხყოფილია"
მეგობრები სანქციების ენით არ საუბრობენ - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი კონგრესში გაკეთებული განცხადებებით "შეურაცხყოფილია".
ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთის ერთ ხაზზე დაყენება პარტნიორის მხრიდან არ უნდა ხდებოდეს.
შეურაცხმყოფელია, როდესაც საქართველოში საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ ერთი და იგივე ხაზზე აყენებენ საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას, ეს არის შეურაცხმყოფელი და ეს უნდა იყოს შეურაცხმყოფელი არათუ ხელისუფლებისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის. საქართველო არის რუსეთის მიერ ოკუპირებულო ქვეყანა. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. საქართველო დგას დემოკრატიული ქვეყნების რიგებში და საქართველო არის დემოკრატიული ქვეყნების პარტნიორი. მეგობრები სანქციების ენით არ საუბრობენ და მეგობრებისგან სანქციებს როგორ შეიძლება ელოდო. მე ვკითხულობ, როგორ შეიძლება, მეგობრებისგან სანქციებს ელოდო, ან კანონმდებელი დემოკრატიულ ქვეყანაში როგორ შეიძლება დასანქცირდეს იმისთვის, რომ კანონს მისცა ხმა", - ამბობს ბოჭორიშვილი.
კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") გუშინ განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.
რუსულ კანონზე მხარდამჭერი ყველა დეპუტატი წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში ქართული დემოკრატიიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენია და თქვა, რომ თქვა, რომ მათთვის უნდა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები.