მოახლოებული სანქციებით შეშინებული "ოცნება" და შერბილებული ტონი - რას ამბობენ მესამე სექტორში

05.06.24 15:12
მოახლოებული სანქციებით შეშინებული "ოცნება" და შერბილებული ტონი - რას ამბობენ მესამე სექტორში

დიდ არეულობა და დაბნეულობა "ქართულ ოცნებაში" - ოლიგარქის პარტიას მოახლოებული სანქციების იმდენად ეშინია, რომ მმართველ პარტიაში სრული დაბნეულობა და პანიკაა. დეპუტატების ნაწილმა რიტორიკა უკვე შეარბილა, პარტნიორებს ახლა არა აგენტებად და მტრებად, არამედ მეგობრებად აცხადებენ. 

მესამე სექტორში ამბობენ, რომ მოახლოებულ სანქციებთან ერთად მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები კიდევ უფრო "მოლბება".

უფრო მეტი კონკრეტული ქმედებების მოახლოებასთან ერთად შეიძლება, მოლბეს კიდევაც ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ კონკრეტული დეპუტატები. მათ დასაკარგი ძალიან ბევრი აქვთ, რადგან როგორც კი მკაცრი ზომები განხორციელდება მათ მიმართ, არა მხოლოდ აშშ-დან, არამედ ევროპის მხრიდანაც, ისინი ამას ძალიან კარგად იგრძნობენ. ცხადია, რომ მათ ვიღაც არწმუნებდა, რომ ასეთი რამ არ მოხდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოდის და ნამდვილად იქნება, ამიტომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან მეგობრები ქართველი ხალხის", - ამბობს " საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

შერბილებული და შეშინებული ტონი დაინახა "ოცნების" წევრების განცხადებებში დღეს EPRC-ის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემაც.

ეს რეაქცია ნამდვილად ჩანს. ისინი ელოდებიან ამერიკის გადაწყვეტილებას. როდესაც მეგობრობაზეა საუბარი, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკელები ქართველი ხალხის მეგობრები არიან და არა რომელიმე კონკრეტული პარტიისა თუ კონკრეტული პოლიტიკური ძალის. ის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს ამერიკა და მიიღებს მომავალშიც, უპირველეს ყოვლისა, იქნება მიმართული მათი მეგობარი ქართველი ხალხისადმი და იქნება ზუსტად განსაზღვრული იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რეალურად ეწინააღმდეგებიან საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს. ეს ორგანიზაციები ჩვენ 33 წლის მანძილზე გვეხმარებიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ამ ორგანიზაციების შევიწროება და მათი გათიშვა გამოიწვევს იმას, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ამას უახლოეს მომავალში იგრძნობს საკუთარ თავზე", - ამბობს გიგიაძე.

კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") გუშინ განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.

რუსულ კანონზე მხარდამჭერი ყველა დეპუტატი წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში ქართული დემოკრატიიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენია და თქვა, რომ თქვა, რომ მათთვის უნდა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები.

მსგავსი სიახლეები