"ოცნებას" ეშინია, მაგრამ ასევე ცდილობენ მანიპულაციას, არ გამოუვათ! - კორძაია
ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ შტატებისგან მოახლოებული სანქციებით "ოცნება" შეშინებულია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც "მანიპულაციას ცდილობენ", რაც კორძაიას თქმით, მმართველ გუნდს არ გამოუვა.
ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდიტური დაჯგუფება ნიადაგს აცლის დემოკრატიას და დემოკრატიული სახელმწიფოები უკვე, რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში არ გააგრძელებენ ურთიერთობას. ცალსახად ერთი რამ არის ნათელი, მათ ამის ეშინიათ, მაგრამ ასევე ცდილობენ მანიპულაციას. არ გამოუვათ", - ამბობს კორძაია.
კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") გუშინ განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.
რუსულ კანონზე მხარდამჭერი ყველა დეპუტატი წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში ქართული დემოკრატიიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენია და თქვა, რომ თქვა, რომ მათთვის უნდა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები.