ივანიშვილი ანუგეშებდა საკუთარი პარტიის წევრებს, რომ სანქციები არ იქნებოდა, მაგრამ ეს არის გარდაუვალი - კუპრაძე

05.06.24 15:44
ივანიშვილი ანუგეშებდა საკუთარი პარტიის წევრებს, რომ სანქციები არ იქნებოდა, მაგრამ ეს არის გარდაუვალი - კუპრაძე

ივანიშვილი ანუგეშებდა საკუთარი პარტიის წევრებს, რომ სანქციები არ იქნებოდა - "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ სანქციები შტატებიდან გარდაუვალია და ეს უკვე ოლიგარქის პარტიაშიც კარგად იციან.

კუპრაძის თქმით, ივანიშვილის გუნდს ახლა ბიუჯეტიდან მოპარული ფინანსების უსაფრთხოება აშინებს.

ერთმანეთს ამხნევებდნენ ერთი თვის განმავლობაში, რომ სანქციები არ იქნებოდა და ბიძინა ივანიშვილი ანუგეშებდა საკუთარი პარტიის წევრებს, სპიკერებს, ჩინოვნიკებს, მათ შორის, მულტიმილიონერ დეპუტატებს. ეს პროცესი უკვე გადატეხილია და "ქართული ოცნება" საუბრობს შიშებზე, თუ რატომ უნდა დასანქცირდნენ და უსამართლოდ მიიჩნევენ ამ ყველაფერს, რაც იუმორისტულ ჟანრში უნდა გავიგოთ. ერთადერთი რამ, რაც "ქართული ოცნების" და ივანიშვილის გუნდს აშინებს, ეს არის ბიუჯეტიდან მოპარული ფინანსების უსაფრთხოება. სანქციები იქნება გარდაუვალი", - ამბობს კუპრაძე.

კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") გუშინ განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.

რუსულ კანონზე მხარდამჭერი ყველა დეპუტატი წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში ქართული დემოკრატიიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენია და თქვა, რომ თქვა, რომ მათთვის უნდა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები.

მსგავსი სიახლეები