როგორ შეიძლება, ის ქვეყანა იყოს შენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც ქართველი დევნილების სახლში დაბრუნებას მხარი არ დაუჭირა - ცისკარიშვილი
"როგორ შეიძლება ის ქვეყანა იყოს შენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ხმას არ აძლევს რეზოლუციას, რომ ქართველი დევნილები დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმ მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ, გაეროს რეზოლუციას მხარს უნდა უჭერდნენ.
ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ყველა ლოგიკურად ხმას უნდა აძლევდეს იმას, რომ ქართველი დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ და რანაირი სტრატეგიული პარტნიორია ქვეყანა, რომელიც ასეთ რეზოლუციას მხარს არ უჭერს. უკვე ყველაფერი გასაგებია და ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ისტორიულად უკვე გაკეთებული აქვს თავისი არჩევანი და ეს არის ევროატლანტიკური სივრცე და ინტეგრაცია ევროკავშირში. ამიტომ, ახალი რაღაც სტრატეგიული ურთიერთობების და პარტნიორობის გამოგონებები შორს ვერ წაგვიყვანს და აი ამ გადაწყვეტილებას, რეზოლუციაზე ჩინეთის მხრიდან ამ უარყოფითმა გადაწყვეტილებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.