საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიულ ვექტორს ერთი კაცის ახირება ცვლის - ცისკარიშვილი
"მთელი ძალისხმევა, ფინანსები, რესურსები, რაც აშშ-მ ბოლო 30 წლის განმავლობაში დახარჯა, ამ ისტორიულ ვექტორს ცვლის ერთი კაცის ახირება" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვას.
მისი თქმით, ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნა უსასრულოდ უნდა, ამიტომ "ქართული ოცნება" ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით ყველაფერს აკეთბს.
ძალიან საწყენია და დასანანია, რომ ქვეყანა, რომელიც ბოლო 30-32 წლის განმავლობაში გვერდში გედგა რესურსებით, ძალისხმევით, ენერგიით, თანხებით, ყველაფრით. საქართველოს სადაც გაუჭირდა ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იქვე იყო, შენ ზურგს აქცევ და მტრად აცხადებ. ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ სხვა კლუბში უკეთესი პირობებია, ავტოკრატიულ კლუბში, როგორიც არის ბელორუსი, ირანი, რუსეთი, ათწლეულობით ინარჩუნებენ იქ მმართველები ხელისუფლებას. შეერთებული შტატების გადმოსახედიდან სწორედ ეს ჩანს, რომ მთელი ძალისხმევა, ენერგია, რაც საქართველოზე დაიხარჯა იმიტომ, რომ ერთი ახირებული კაცი, რომელსაც ძალაუფლებაში უნდა ყოფნა უსასრულოდ, ცვლის ამ ისტორიულ ვექტორს და საქართველო მიჰყავს იმ მიმართულებით, რომელსაც არც ქართველი ხალხი არ ეთანხმება და ეს არამხოლოდ მათი გამოსახედიდან არის დასანანი, არამედ ქვეყნის შიგნითაც არის დიდი წინააღმდეგობა და ამ ბოლო ორი თვის აქციებმა ეს დაადასტურა. აქედან გამომდინარეობს ის ზომები, რომელსაც შეერთებული შტატები აუცილებლად მიიღებს ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.