ხმაური და დაპირისპირება - ჟურნალისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან - ჟურნალისტებზე მოძალადეების დასჯით მოთხოვნით პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა მედიის წარმომადგნლებს პლაკატების გაკვრის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა არ შეუშვეს.
ჟურნალისტები 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.
კანონის მიხედვით, ჩვენ გვაქვს უფლება, გავაკრათ პლაკატები, რაც, საბოლოო ჯამში, მაინც მოვახერხეთ ეს. პოლიციას აქვს უფლება, დაგვაჯარიმონ, დაპირისპირების უფლება არ აქვთ. არც იმის უფლება აქვთ, არ გაგვაკრევინონ. ჩვენ თუ ჩავდივართ დანაშაულს, სასჯელი არის არა ის, რაც აქ ატყდა, არამედ 200 ლარიანი ჯარიმა. ნამდვილად არ ველოდი აქ ასეთ ამბავს, ვფიქრობდი, ჩავატარებდით აქციას და დავიშლებოდით. მართლა მგონია, რომ ასეთი რაღაცეებისაც კი ეშინიათ, აქ რომ მოიყვანეს ბატონი გოგა, შეაწუხეს ამხელა პოლიციელი კაცი - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.